ავტორიზაცია

კიეზასთვის ბრძოლაში ჩელსის სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

კიეზასთვის ბრძოლაში ჩელსის სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა
თარიღი 21 ივლ 2021, 17:11

პრემიერ ლიგის გრანდები ევროპის ახალი ჩემპიონისთვის იბრძვიან.

Calcio Mercato-ს ინფორმაციით, „იუვენტუსის“ შემტევს, ფედერიკო კიეზას მორიგი ინგლისური მსურველი ჰყავდა.

ლონდონის „ჩელსის“, რომელიც კიეზას გადაბირებით საკმაოდ დიდი ხანია ინტერესდება, ახლა „მანჩესტერ სიტიც“ შეუერთდა. პეპ გვარდიოლას გუნდი მზადაა, საკმაოდ სოლიდური თანხა დახარჯოს და კიეზა თავისთან გადაიბიროს.

თუმცა, „იუვენტუსისთვის“ 23 წლის იტალიელი ხეუშეხებელ ფიგურად მოიაზრება. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელებმა „ჩელსის“ 100-მილიონიანი შეთავაზებაც კი უარით გაისტუმრეს. 

განვლილ ევროპის ჩემპიონატზე კიეზამ საუცხოო შთაბეჭდილება დატოვა და 2 გოლის გატანა მოახერხა.