ავტორიზაცია

ჯორჯო კიელინის მომავალი უახლოეს დღეებში გადაწყდება

ჯორჯო კიელინის მომავალი უახლოეს დღეებში გადაწყდება
თარიღი 21 ივლ 2021, 17:35

„იუვენტუსი“ მზადაა ვეტერან მცველთან ჯორჯო კიელინისთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

Calcio Mercato-ს ინფორმაციით, 36 წლის იტალიელი ამჟამად თავისუფალი აგენტია, მას შემდეგ, რაც ივნისში „იუვესთან“ კონტრაქტი ამოეწურა.

თუმცა, „ბიანკონერი“ მზადაა, ევროპის ახალ ჩემპიონს კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

„იუვეში“ დასარჩენად კიელინის ხელფასის მცირე დაკლებაზე დათანხმება მოუწევს, თუმცა ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ სულ მალე შეთანხმება მიღწეული იქნება.