ავტორიზაცია

ტონალი: "გაცილებით სარფიანი შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ აქ ბედნიერი ვარ"

ტონალი: "გაცილებით სარფიანი შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ აქ ბედნიერი ვარ"
თარიღი 21 ივლ 2021, 18:01

„მილანის“ ნახევარმცველის სანდრო ტონალის თქმით, მას გაცილებით უკეთეს პირობებზე სხვა გუნდში შეეძლო გადასვლა.

თუმცა, მან არა ფული, არამედ გუნდური და პირადი ამბიციები ამჯობინა.

„მილანში დარჩენა ძალიან მინდოდა. „ბრეშიიდან“ ჩემი გამოსყიდვის ვადა ამოიწურა და ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო „მილანთან“ დათმობაზე წასვლა.

მქონდა სხვა ვარიანტებიც, უფრო მაღალი ხელფასითაც კი, მაგრამ აქ ძალიან ბედნიერი ვარ.

ყველა ფეხბურთელი თავისებურად ფიქრობს. ზოგი კარიერასა და ამბიციებზე ზრუნავს, სხვები კი - ფულზე. მე მიმაჩნია, რომ გუნდში მუშაობის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. „მილანში“ ჩემი მიზნების მიღწევა მსურს, ამ კლუბში შემიძლია მქონდეს ყველაფერი, რასაც მოვისურვებ.“ - აღნიშნა ტონალიმ.