ავტორიზაცია

ბარსელონას შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა იუვენტუსისგან - უკვე უარია

ბარსელონას შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა იუვენტუსისგან - უკვე უარია
თარიღი 21 ივლ 2021, 18:50

„იუვენტუსი“ პაულო დიბალასთან თანამშრომლობის შეწყვეტას არ გეგმავს.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიურ გუნდს არ სურს დიბალას და გრიზმანის გაცვლა, მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონა“ ტურინელებისთვის სწორედ ასეთ შეთავაზებას ამზადებდა.

„იუვე“ დიბალას წასვლის საკითხს აღარ განიხილავს. სულ მალე, მხარეებს შორის ახალი კონტრაქტი გაფორმდება. პანდემიამდე პაულოს „იუვე“ წლიურად 10 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა არგენტინელმა ეს შემოთავაზება იუარა.

ახლა კი, პაულოს უფრო დაბალ ხელფასს შესთავაზებენ, რომელიც სხვადასხვა ბონუსების დახმარებით იმავე 10 მილიონ ევრომდე ავა, რაზეც, დიდი ალბათობით, დიბალა თანხმობას განაცხადებს.

„იუვენტუსსა“ და ფეხბურთელის მხარეს შორის ურთიერთობა საგრძნობლად შეიცვალა. ახლა, ისინი ერთმანეთს ძალიან ენდობიან და მშვიდად ელოდებიან მოლაპარაკებების ახალ ეტაპს.

თუმცა, „იუვენტუსი“ „ბარსელონადან“ მირალემ პიანიჩის დაბრუნებას არ გამორიცხავს. ფეხბურთელს ამ ტრანსფერისთვის ხელფასის საგრძნობ დაკლებაზე დათანხმება მოუწევს.