ავტორიზაცია

ბაიერნმა ბარსელონადან 3 ფეხბურთელი შეარჩია და ერთ-ერთის დამატებას გეგმავს — GOAL.COM

ბაიერნმა ბარსელონადან 3 ფეხბურთელი შეარჩია და ერთ-ერთის დამატებას გეგმავს — GOAL.COM
თარიღი 21 Jul 2021, 23:24

მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერება სურს.

მიუნხენურმა გრანდმა "ბარსელონას" სერხი რობერტოს, სერჟინო დესტის ან ემერსონის არენდაზე უკვე მიმართა. თუმცა, კლუბებს შორის კონკრეტული მოლაპარაკებები ჯერ არ ყოფილა, წერს ავტორიტეტული გამოცემა Goal.com.

ამჟამად "რეკორდმაისტერი" შუამავლების მეშვეობით რობერტოს წარმომადგენლებთან წარმოებს მოლაპარაკებებს, დესტისა და ემერსონის აგენტებს კი ჯერ არ დაკავშირებია.

თავის მხრივ, "ბარსას" რობერტოს გაყიდვა უნდა, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება. თუ სერხი იჯარით წავა, მაშინ შესაძლოა წინასწარ გააფორმოს "ბლაუგრანასთან" ახალი ხელშეკრულება.

აგრეთვე, გერმანული კლუბი "სასუოლოს" მარჯვენა მცველ მერტ მიულდიურითა და "პსვ"-ს ფეხბურთელ დენზელ დამფრისითაც ინტერესდება.