რეალი 2022 წლის ზაფხულში ბაიერნის ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას გეგმავს, თანაც უფასოდ
არ არის გამორიცხული, "ბაიერნის" ნახევარმცველმა, ლეონ გორეცკამ მიუნხენური გრანდი დატოვოს.
როგორც Marca იტყობინება, Bild-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, 26 წლის გერმანელის ხელში ჩაგდება "რეალს" მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს, რის შესახებაც მას უკვე აცნობა.
ეს ტრანსფერი ამ ზაფხულს მადრიდულ კლუბში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო გამორიცხულია.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, გორეცკას დამატება "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურს.
გასულ სეზონში "რეკორდმაისტერის" ნახევარმცველმა ბუნდესლიგაში 24 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.