ავტორიზაცია

ვალენსიას ოფიციალური გვერდი მამარდაშვილის დებიუტს გამოეხმაურა

ვალენსიას ოფიციალური გვერდი მამარდაშვილის დებიუტს გამოეხმაურა
თარიღი 22 ივლ 2021, 00:02

ამხანაგურ მატჩში "ვალენსია" ბერძნულ "ათრომიტოსს" დაუპირისპირდა და 3:0 გაანადგურა.

მეორე ტაიმში ვალენსიელთა რიგებში მოედანზე ახალგაზრდა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი გამოჩნდა.

მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა, რთული სეივი გააკეთა და კარი მშრალად შეინახა.

"ვალენსიას" ოფიციალური გვერდი მამარდაშვილის დებიუტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის პირველი ქართველია, ვინც "ვალენსიას" მაისური მოირგო.