ავტორიზაცია

"ეს კლუბები ყოველთვის საუკეთესოთა სიაში არიან", - სიმეონემ 5 ევროპული გრანდი გამოარჩია

"ეს კლუბები ყოველთვის საუკეთესოთა სიაში არიან", - სიმეონემ 5 ევროპული გრანდი გამოარჩია
თარიღი: 22 ივლ 2021, 00:05

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ესპანეთის ჩემპიონატში არსებულ კონკურენციაზე ისაუბრა.

გარდა ამისა, არგენტინელმა სპეციალისტმა ის კლუბები დაასახელა, რომლებიც ყოველთვის საუკეთესოთა შორის არიან.

"გასულ წელს ვამბობდით, რომ "რეალი" ცუდ ან არც ისე კარგ სეზონს ატარებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში იმდენი მატჩი წააგო, რამდენიც ჩვენ. მასზე ერთი მატჩით მეტი მოვიგეთ".

"რეალმა" და "ბარსელონამ" იციან, შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ. თუმცა, ისეთი გუნდების განვითარება, როგორებიც "სევილია", "სოსიედადი" და "ვილიარეალი" არიან, ამტკიცებს, რომ ტიტულის უბრძოლველად ვერ მოიგებ".

"რეალი", "ბარსელონა", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბაიერნი", "იუვენტუსი" - ეს კლუბები ყოველთვის მსოფლიოს საუკეთესოთა სიაში შედიან", - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს AS.