ჩელსი ჟორჟინიოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს

"ჩელსი" ნახევარმცველ ჟორჟინიოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.
ლონდონური კლუბი ევროპის ჩემპიონს თანამშრომლობის 2025 წლამდე გაგრძელებას სთავაზობს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა იტალიელ ნახევარმცველს 2023 წლის ზაფხულში ეწურება.
29 წლის ჟორჟინიომ გასულ სეზონში "ჩელსისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.