საუკეთესო მინდორზე - გურამ კაშიამ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული მატჩი ჩაატარა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთ "სლოვან ბრატისლავა" და "იანგ ბოიზი" დაუპირისპირდნენ.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, ფრედ 0:0 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყვნენ "სლოვანის" ქართველი ფეხბურთელები გურამ კაშია და ჯაბა კანკავა.
კაშიამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, მოედანზე საუკეთესო იყო და ყველაზე მეტი შეფასებაც დაიმსახურა.