ოლიმპიადაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქის ვინაობა გაირკვა
24 ივლისს გამთენიისას სტარტს იღებს ოლიმპიური თამაშები ჩოგბურთში, სადაც საქართველოს სახელით ნიკოლოზ ბასილაშვილი იასპარეზებს.
ტურნირის კენჭისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა ქართველი ჩოგბურთელის პირველი მოწინააღმდეგე ოლიმპიურ თამაშებზე.
პირველ წრეში ბასილაშვილი ესპანელ რობერტო კარბალეს ბაენას დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგში დღეს 90-ე ადგილს იკავებს.
ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს კარიერაში ორჯერ დაუპირისპირდა და ორივეჯერ წარმატება ბასილამ იზეიმა - 2015 წელს ნაპოლიში (თიხაზე) და 2018 წელს ანტალიაში (ბალახზე).
ესპანელის დამარცხების შემთხვევაში ბასილაშვილი ტარო დანიელი/ სონეგოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
რაც შეეხება მსოფლიოს პირველ ჩოგანს და ოლიმპიადის მთავარ ფავორიტ ნოვაკ ჯოკოვიჩს, ის ტურნირს ბოლივიელი უგო დელიენის წინააღმდეგ მატჩით დაიწყებს.
ესპანელი რაფაელ ნადალი და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი თავიანთთვის სავარაუდოდ ბოლო ოლიმპიადას ტოვებენ.