ავტორიზაცია

არსენალის ნახევარმცველმა სამი გუნდის ყურადღება მიიქცია

არსენალის ნახევარმცველმა სამი გუნდის ყურადღება მიიქცია
თარიღი 22 ივლ 2021, 12:21

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი ეინსლი მეიტლანდ-ნაილსი შესაძლოა გუნდიდან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს წავიდეს.

BBC-ს ჟურნალისტის საიმონ სტოუნსის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელით ერთბაშად სამი კლუბი ინტერესდება - ლესტერი, საუთჰემპტონი და ბარნლი.

მეიტლანდ-ნაილსი „არსენალის“ აღზრდილია და პირველ გუნდში მისი დებიუტი 2014 წელს შედგა. გასული სეზონი მან „მეთოფეების“ შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა ზამთარში იჯარით „ვესტ ბრომვიჩში“ გადავიდა.

ახალ გუნდს ის პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში ვერ დაეხმარა და ჩემპიონშიპში გავარდა, რის შემდეგაც „არსენალში“ დაბრუნდა.