ავტორიზაცია

ოლიმპიური თამაშების პირველ ტურში მექსიკამ საფრანგეთი გაანადგურა

ოლიმპიური თამაშების პირველ ტურში მექსიკამ საფრანგეთი გაანადგურა
თარიღი 22 Jul 2021, 14:26

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მექსიკამ სენსაციურად საფრანგეთი გაანადგურა.

შეხვედრა იაპონიის ქალაქ ტეფუში გაიმართა და მექსიკელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

მექსიკის ნაკრები წინ პირველ ტაიმში, 47-ე წუთზე გავიდა, გოლი ერნესტო ვეგამ გაიტანა. შვიდ წუთში მექსიკელებმა სხვაობა ორამდე სებასტიან კორდოვას გოლით გაზარდეს.

69-ე წუთზე პიერ-ანდრე ჟინიაკმა ერთი ბურთი პენალტით გაქვითა, თუმცა 11 წუთში მექსიკამ ორბურთიანი სხვაობა ურიელ ანტუნას გოლით აღადგინა.

90ე წუთზე ედუარდო აგირემ სხვაობა გამანადგურებლამდე გაზარდა და მექსიკას დამაჯერებელი გამარჯვებაც მოუტანა.

ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში ახალმა ზელანდიამ სამხრეთ კორეა დაამარცხა. შეხვედრა კასიმაში გაიმართა და 1:0 დასრულდა, ერთადერთი გოლი ახალზელანდიელმა ფორვარდმა კრის ვუდმა გაიტანა.