არანაირი მაყურებელი ან სამწვრთნელო შტაბი - რამდენი ადამიანი დაესწრება ოლიმპიადის გახსნას?
ოფიციალური პირების და ჟურნალისტების ჩათვლით, პარასკევს, 23 ივლისს, ტოკიოში ოლიმპიური თამაშების გახსნას 950 ადამიანი დაესწრება.
Reuters-ის ინფორმაციით, ოლიმპიადის გახსნაში მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები და სპორტსმენები, რის შესახებაც განცხადება ხუთშაბათს ჰიდემასა ნაკამურამ გააკეთა - ტოკიო 2020-ს მთავარი საოპერაციო ცენტრის მეთაურმა.
ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გახსნაზე დასწრება კოვიდრეგულაციების გამო იქნება აკრძალული - ორგანიზატორები მათთვის კარს არ გააღებენ. გარდა ამისა, ღონისძიებას ვერ დაესწრებიან გუნდების სამწვრთნელო შტაბი და პერსონალიც.
ბოლო დღეებში, ტოკიოში 87 სპორტსმენს, ოფიციალურ პირსა და ჟურნალისტს გამოუვლინდა კორონავირუსი. ამის შესახებ, ნაკამურას ჰკითხეს, თუმცა მან უპასუხა, რომ ვირუსისგან სრულად გათავისუფლება ძალიან რთულია და მნიშვნელოვანია, რომ ახალი შემთხვევებიდროულად გამოვლინდეს.