ავტორიზაცია

ატალანტა ილიჩიჩის შემცვლელად სასუოლოს თავდამსხმელს განიხილავს

ატალანტა ილიჩიჩის შემცვლელად სასუოლოს თავდამსხმელს განიხილავს
თარიღი 22 ივლ 2021, 18:21

"სასუოლოს" თავდამსხმელმა, ჟერემი ბოგამ კარიერა შესაძლოა "ატალანტაში" გააგრძელოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერგამოელები 24 წლის კოტდ'ივუარელით ინტერესდებიან. ფეხბურთელი იოსიპ ილიჩიჩის შემცვლელად განიხილება, რომელიც, როგორც აღინიშნება, ჯან პიერო გასპერინისთვის ხელშეუხებელი აღარ არის.

გასულ სეზონში ბოგამ სერია ა-ში 27 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

Transfermarkt-ის ვერსიით, "სასუოლოს" თავდამსხმელის სატრანსფერო ფასი 20 მილიონ ევროს შეადგენს.