» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

გიორგი დათუნაიშვილი: "ის რაც მოხდა ზესტაფონში, ამას ქომაგობა არ ჰქვია!"



საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურში "ზესტაფონი" დავით აბაშაიძის სახელობის სტადიონზე "სამტრედიას" დაუპირისპირდა. სტუმრებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს. სამტრედიელთა მხრიდან თავის გამოჩენა გიორგი დათუნაიშვილმა შესძლო. GOAL.GE დაუკავშირდა ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორს და ინტერვიუ ჩამოართვა. - როგორ შეაფასებდით "ზესტაფონთან" გამართულ მატჩს? - თავიდანვე ვიცოდით, რომ ძალიან რთული შეხვედრა გველოდა, რადგან "ზესტაფონს" წინა ორი თამაში წაგებული ჰქონდა და ჩვენთან გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებდა. ამ ფაქტორთან ერთად მატჩის სირთულეს ისიც უწყობდა ხელს, რომ ჩვენ ახალი შეკრებილი გუნდი ვართ და ჯერ ვერ ვაჩვენებთ იმ ხარისხის ფეხბურთს, როგორიც კლუბს და "სამტრედიის" გულშემატკივარს ეკადრება. აქედან გამომდინარე, ორმაგად სასიხარულოა ეს გამარჯვება. თვითონ შეხვედრას რაც შეეხება, იგი ძალიან დაძაბული გამოდგა. ჩვენ თავიდანვე მეორე ნომრად დავიწყეთ თამაში და მთელი 90 წუთი ასე ვვასპარეზობდით. უპირატესობა "ზესტაფონის" მხარეს იყო, თუმცა მომენტები ჩვენც გვქონდა. გასახარია, რომ ერთ-ერთი მათგანი გამოვიყენეთ და ასე მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ. - რა გრძნობაა, როცა ასეთი პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ სადებიუტო და, ამავე დროს, გამარჯვების გოლი გაგაქვთ? - "ზესტაფონი" ძალიან კარგი კლუბია და მას სათავეში საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელი უდგას. რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა, როცა შენი გოლით ასეთ გუნდთან გამარჯვებას აღწევ. იმედი მაქვს, კიდევ ბევრჯერ გავახარებ ჩემი გოლებით გულშემატკივარს, რომლებიც სტადიონზე ყოველთვის ბევრნი არიან და ასე გულმხურვალედ გვქომაგობენ. - თქვენს ყოფილ გუნდს - "ჩიხურას" რომ გოლი გაუტანოთ, აღნიშნავთ? - საჩხერეში გატარებული ერთი წელი ძალიან თბილად მახსენდება. მე ყოველთვის დავრჩები "ჩიხურას" ქომაგი. გეტყვით, რომ არასდროს აღმინიშნავს ჩემი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გატანილი გოლი! - როგორ მიდის თქვენი ადაპტაციის პროცესი "სამტრედიაში"? ყველაფერი ისეა, როგორც გეგმავდით? - სამტრედიაში, ფაქტობრივად, ახალი გუნდი შეიქმნა. ეს ის შემთვევაა არაა, როცა კლუბი მხოლოდ ორ-სამ ახალ ფეხბურთელს იმატებს. ამ გუნდს ჰყავს 11 ახალი ფეხბურთელი. შესაბამისად, დრო უნდა ისე ათამაშებას, როგორც ამას ხალხი ელის. რაც შემეხება მე, თავს მშვენივრად ვგრძნობ და არანაირი პრობლემა არ შემქმნია ადაპტაციასთან დაკავშირებით. ახლებს ძალიან მეგობრული და შეკრული გუნდი დაგხვდა. როგორც მწვრთელი, ასევე ფეხბურთელები და გულშემატკივრები მთელი გულით გვიდგანან გვერდში. როგორც იცით, მათ გარეშე შედეგი ვერ იქნება. ჩვენ, ერთად უნდა შევძლოთ დიდი მიზნების მიღწევა! "სამტრედიის" ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა იმ ფაქტთან დაკავშირებით, როცა მთელი მატჩის განმავლობაში ზესტაფონელი ფანებისგან მისი და სტუმართა სხვა ფეხბურთელების მიმართ ლანძღვა-გინება ისმოდა: "მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ვთქვა იმ "ვაი გულშემატკივრების" საყურადღებოდ (თუ ჰქვიათ მაგათ გულშემატკივრები), რომლებიც ამ თამაშზე მე მაგინებდნენ: ამდენი წელია საქართველოს ჩემპიონატში ვთამაშობ და არცერთი გუნდის ქომაგთან ინციდენტი არ მომსვლია. მეტიც, ყველა კლუბის გულშემატკივარს პატივს ვცემ, რადგან მზეში თუ წვიმაში თავიანთი ქალაქის ფეხბურთელების მხარდასაჭერად მოდიან. მაგრამ, ის რაც მოხდა ზესტაფონში, ამას ქომაგობა არ ჰქვია! ტყუილად აგინებდე მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, ყველა დამეთანხმება, რომ ეს გულშემატკივრობა არაა. თანაც, ასეთი რამ პირველად არ ხდება მაგ სტადიონზე და მსგავსი შემთხვევები ადრეც ყოფილა. მე ვიცი ის რამდენიმე ფანი, რომელიც "ზესტაფონს" ჰყავს. ვიმედოვნებ, ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით საჭირო ზომებს მიიღებენ და ასეთ რამეს მომავალში აღარ დაუშვებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დე იონგი და იოვიჩი - წლის იმედგაცრუებათა შორის არიან, აზარი - არა

ესპანურმა გამოცემა AS-მა, ლა ლიგის ახალწვეულებს შორის, წლის იმედგაცრუებები დაასახელა.

დღეს, 11:51

რამდენია ტერ შტეგენის ბარსელონადან გამოსასყიდი თანხა?

მიუნხენის „ბაიერნი“ მანუელ ნოიერის შესაძლო წასვლისთვის მზადებას შეუდგა.

დღეს, 11:45

ბარსელონამ კატალონიის ჯანდაცვის სამინისტროს 30 ათასი პირბადე გადასცა

„ბარსელონას“ ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით...

დღეს, 11:39

რეალი, ბარსელონა, ბაიერნი და ჩელსი ნიჭიერი ნახევარმცველისთვის იბრძვიან [VIDEO]

ერთბაშად ოთხი ევროპული გრანდი „ესპანიოლის“ ფეხბურთელისთვის იბრძვის.

დღეს, 11:28

"სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი", - ლუის ენრიკე რამოსის თვისებებს აქებს

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თავისი გუნდის კაპიტანზე საუბრობს.

დღეს, 11:20

ბარსელონას ფეხბურთელებს ხელფასის შემცირება იმიტომ არ უნდათ, რომ მსგავსი რამ რეალში არ ხდება

უარის მიუხედავად, ხოსეპ ბართომეუ „ბარსელონას“ ფეხბურთელების“ ხელფასის შემცირებაზე დათანხმებას მაინც ცდილობს.

დღეს, 11:17

გოდინი: "იტალია კორონავირუსს უშუალოდ ჩინეთის პრობლემად მიიჩნევდა და ზომებს არ იღებდა"

„ინტერის“ ურუგვაელმა მცველმა, დიეგო გოდინმა, ევროპაში კორონავირუსის გავრცელებაზე ისაუბრა.

დღეს, 10:56

ინტერმა ვიდალის მიმართ ინტერესი დაკარგა

„ბარსელონას“ ჩილელი ნახევარმცველი, არტურო ვიდალი, „ინტერის“ სატრანსფერო სამიზნე აღარ არის.

დღეს, 10:52

რონალდუმ დედის ინსულტის გადატანის შემდეგ, მასთან ერთად გადაღებული პირველი ფოტო გამოაქვეყნა [ფოტო]

„იუვენტუსის“ პორტუგალიელმა შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ, სოციალურ ქსელში, დედამისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

დღეს, 10:48

ტერ შტეგენი: "ხალხს ეცინება, როცა ვამბობ რომ ფეხბურთი არ მიყვარს, არადა არქიტექტურა მირჩევნია"

„ბარსელონას“ მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა აღიარა, რომ ფეხბურთში დიდად ვერ ერკვევა.

დღეს, 10:42

ჟირუ: "იანვარში ინტერში გადასვლა შემეძლო..."

ლონდონის "ჩელსის" ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ ამბობს, რომ ზამთარში მას გუნდის დატოვება შეეძლო.

დღეს, 03:12

ანტონიო კონტეს ქველმოქმედება დისტანციური სწავლებისთვის

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კორონავირუსთან საბრძოლველად ქველმოქმედება გაიღო.

დღეს, 03:08

კრაუჩი რონალდოზე: "მეთქი მეტყვის, პიტერ როგორ ხარო, მან კი საერთოდ ვერ მიცნო"

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პიტერ კრაუჩი ბრაზილიელ რონალდოზე სახალისო ისტორიას იხსენებს.

დღეს, 02:58

"ის მსოფლიოში საუკეთესოა და რეალში რეკორდებს დაამყარებს", - ბელგიის მწვრთნელმა კურტუა შეაქო

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა "რეალის" გოლკიპერი ტიბო კურტუა შეაქო.

დღეს, 02:52

რომა ექიმებს აფასებს - 5 ათასი ბილეთი უფასოდ!

იტალიაში ვითარება კვლავ კრიტიკულია და ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ჩემპიონატი.

დღეს, 02:44

"რთულია იმის წარმოდგენა, რომ ჯერ მხოლოდ 21 წლისაა" - ლივერპულის ყოფილი მცველი არნოლდზე

"ლივერპულის" ყოფილმა მარჯვენა მცველმა გლენ ჯონსონმა ამ გუნდის და ამ პოზიციის ამჟამინდელი ფეხბურთელი ალექსანდრ-არნოლდი შეაქო.

დღეს, 02:41

უეფას პრეზიდენტი: "შესაძლოა, ეს სეზონი დავკარგოთ"

კორონავირუსის გამო, შესაძლოა ეს სეზონი ჩაიშალოს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა გააკეთა.

დღეს, 02:32

ბარსელონას ყოფილ მეკარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილ მეკარეს, ყველასთვის ცნობილი რუშტუს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 02:28

კარაგერმა ერთმანეთს მოურინიო და გვარდიოლა შეადარა: "მწვრთნელი რომ ვიყო, მას მივბაძავდი"

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯიმი კარაგერმა ერთმანეთს ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა შეადარა.

დღეს, 02:25

ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

ჩვენი ინფორმაციით, "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ თანამდებობა დატოვა.

დღეს, 01:15

VIDEO: ფეხბურთი გაჩერებულია: ქართველმა ფეხბურთელმა კი ბელარუსის ჩემპიონატში გაიტანა

ბელარუსის ჩემპიონატის მეორე ტურში "გოროდეა" "შახტიორს' დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

დღეს, 01:04

რატომ არ აკლებს ფეხბურთელებს ხელფასს მადრიდის რეალი?

მადრიდის „რეალი“ კორონავირუსის დროს საკუთარ თანამშრომლებს ხელფასს არ აკლებს.

გუშინ, 23:19

იუვენტუსი ფეხბურთელებს მარტიდან ივნისამდე საერთოდ უხელფასოდ დატოვებს

„იუვენტუსის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ გუნდის ფეხბურთელები 3 თვე საერთოდ უხელფასოდ იქნებიან.

გუშინ, 23:12

არც მესი და არც რონალდუ - ვეინალდუმმა თავისი კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

„ლივერპულის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, ჯორჯინიო ვეინალდუმმა, კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა.

გუშინ, 22:54

ველა: "არსენალი იყო ადგილი, საიდანაც რაც შეიძლება სწრაფად წასვლა მინდოდა"

მექსიკელმა თავისი ლონდონური კარიერის ეტაპი გაიხსენა.

გუშინ, 22:50

კაკა: "იმედია, რონალდინიო გაღიმებას, მხიარულებას და ფეხბურთის თამაშს კვლავ გააგრძელებს"

ბრაზილიის ნაკრების, მილანის და ბარსელონას ლეგენდარული ფეხბურთელი ამჟამად პარაგვაის ციხეში იმყოფება.

გუშინ, 22:31

ლუის ენრიკე: "როგორია, როდესაც მესის ავარჯიშებ?"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლეო მესისთან მუშაობა გაიხსენა.

გუშინ, 22:27

სუარესი: "ახლა ხალხს ფეხბურთის ყურებას სახლში მშვიდად ყოფნა ურჩევნია"

ურუგვაელი კორონავირუსის დროს ურუგვაიში გამგზავრების ნაცვლად, ბარსელონაში დარჩა.

გუშინ, 22:26

"ინტერი ჩემი პრიორიტეტი იყო", - ჟირუმ ზამთრის ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა

ფრანგმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ ანტონიო კონტესთან მუშაობა მისი პრიორიტეტი იყო.

გუშინ, 22:23

"მსგავსი რამ ჩემმა ქვეყანამაც გადაიტანა", - შევჩენკომ იტალიის სიტუაცია ჩერნობილს შეადარა

ანდრეი შევჩენკომ თავისი მხარდაჭერა გამოუთქვა იტალიას, რომელიც კორონავირუსის გამო ერთ-ერთ ყველაზე დიდ ზიანს განიცდის.

გუშინ, 20:38

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10