ავტორიზაცია

ემპოლიმ ზაგრების დინამოს მცველი დაიმატა

ემპოლიმ ზაგრების დინამოს მცველი დაიმატა
თარიღი 22 ივლ 2021, 18:41

ზაგრების "დინამოს" მცველი, პეტარ სტოიანოვიჩი "ემპოლის" ფეხბურთელი გახდა, იუწყება იტალიური კლუბის ოფიციალური საიტი.

25 წლის სლოვენიელი ახალ გუნდში იჯარის წესით გადავიდა, შემდგომი შესყიდვის ვალდებულებით.

სტოიანოვიჩმა გასულ სეზონში "დინამოს" მაისურით 34 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.

აგრეთვე, "ემპოლიმ" სეზონის ბოლომდე მცველ ანდრეა ადამოლის "ჩეზენაში" გაშვებაც დაადასტურა.