ავტორიზაცია

იუვენტუსი კიევის დინამოს გოლკიპერით ინტერესდება

იუვენტუსი კიევის დინამოს გოლკიპერით ინტერესდება
თარიღი 22 ივლ 2021, 18:51

კიევის "დინამოს" გოლკიპერი, რუსლან ნეშერეტი "იუვენტუსის" ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

გავრცელებული ინფორმაციით, "იუვე" მზად არის 19 წლის უკრაინელის დამატების შესაძლებლობა განიხილოს.

თუმცა, როგორც აღინიშნება, "ბებერი ქალბატონი" ახალგაზრდა მეკარეში სამ მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს.

ნეშერეტმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად "დინამოს" მაისურით 4 მატჩი ჩაატარა.