ავტორიზაცია

ნიცამ ლილს გალტიეს სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო გადაუხადა

ნიცამ ლილს გალტიეს სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო გადაუხადა
თარიღი 22 ივლ 2021, 18:59

ცნობილი გახდა "ნიცას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კრისტოფ გალტიეს დანიშვნის დეტალები.

როგორც L'Equipe იტყობინება, "ლილმა" ფრანგი სპეციალისტის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო მიიღო.

გალტიეს "ლილთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, ამიტომაც "ნიცას" ხელშეკრულების გაწყვეტისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწია.

54 წლის სპეციალისტმა გასულ სეზონში "ლილს" საფრანგეთის ჩემპიონატი მოაგებინა.

თავის მხრივ, 2020/21 წლების სეზონში "ნიცას" სათავეში პატრიკ ვიეირა ედგა, მისი გათავისუფლების შემდეგ კი გუნდს ჩემპიონატის დასრულებამდე ადრიან ურსი წვრთნიდა. საბოლოო ჯამში, "არწივებმა" ლიგა 1-ში მე-9 ადგილი დაიკავეს.