ავტორიზაცია

ლევერკუზენის თავდამსხმელი ევერტონში გადადის

ლევერკუზენის თავდამსხმელი ევერტონში გადადის
თარიღი 22 ივლ 2021, 19:01

"ლევერკუზენის" თავდამსხმელი, დემარეი გრეი ინგლისის ჩემპიონატში დაბრუნებასთანაა ახლოს, წერს Sky Sports.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ინგლისელი უახლოეს პერიოდში "ევერტონში" გადასვლის წინ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

როგორც აღინიშნება, "კანფეტები" ფეხბურთელში 1,5 მილიონ ფუნტს გადაიხდიან.

გრეი "ლევერკუზენში" 2021 წლის ზამთარში "ლესტერიდან" 1,8 მილიონად გადავიდა. დემარეიმ "ფარმაცევტების" რიგებში 10 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტიც მიითვალა.