ავტორიზაცია

ნიუკასლის თავდამსხმელი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ნიუკასლის თავდამსხმელი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
თარიღი 22 ივლ 2021, 19:10

"ნიუკასლის" თავდამსხმელი, კრისტიან ატსუ კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

29 წლის განელმა "ალ რაედთან" გააფორმა კონტრაქტი. ფეხბურთელი არაბულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.

ატსუ "ნიუკასლში" 2017 წლის ივლისიდან ირიცხებოდა. გასულ სეზონში მან "კაჭკაჭების" მაისურით მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, ისიც ინგლისის ლიგის თასზე.