ავტორიზაცია

ვესტ ჰემი, დორტმუნდი და ჩელსი ბერარდის უმიზნებენ

ვესტ ჰემი, დორტმუნდი და ჩელსი ბერარდის უმიზნებენ
თარიღი 22 ივლ 2021, 19:17

"ვესტ ჰემი", "დორტმუნდი" და "ჩელსი" "სასუოლოს" თავდამსხმელ დომენიკო ბერარდით ინტერესდებიან, იტყობინება Football Italia.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიურ კლუბს ფეხბურთელის თაობაზე ზემოთნახსენებმა სამივე კლუბმა უკვე მიმართა.

19 ივნისს როგორც დაიწერა, 26 წლის იტალიელი "ლივერპულსაც" სურს. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას "სასუოლოსთან" 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.

2020/21 წლების სეზონში ბერარდიმ სერია ა-ში 30 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი პასი გააკეთა.