ავტორიზაცია

ნორვიჩმა გუნდის მთავარ მწვრთნელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ნორვიჩმა გუნდის მთავარ მწვრთნელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
თარიღი 22 ივლ 2021, 19:21

"ნორვიჩის" მთავარმა მწვრთნელმა, დანიელ ფარკემ კონტრაქტი გაახანგრძლივა, წერს კლუბის ოფიციალური საიტი.

მხარეებს შორის გაფორმებული ახალი ხელშეკრულება 2025 წლამდეა გათვლილი.

გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით "ნორვიჩი" პრემიერ ლიგაში დაბრუნდა. გუნდმა გასულ სეზონში ჩემპიონშიპში პირველი ადგილი დაიკავა.

44 წლის ფარკეს აქამდე "ლიპშტადტი" და "დორტმუნდის" მეორე გუნდიც გაუწვრთნია.