ავტორიზაცია

"მათ ლოყებზე ცრემლები დავინახე, მეც ვიტირე", - რონალდუმ კარიერაში ყველაზე რთული მომენტი დაასახელა

"მათ ლოყებზე ცრემლები დავინახე, მეც ვიტირე", - რონალდუმ კარიერაში ყველაზე რთული მომენტი დაასახელა
თარიღი 22 ივლ 2021, 20:48

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში ყველაზე რთული მომენტი დაასახელა.

"სპორტინგში" გადასვლის და ლისაბონში გადაბარგების დღე. ოჯახი დამემშვიდობა. მზის სათვალეები ეკეთათ, მაგრამ მათ ლოყებზე ცრემლები დავინახე. თვითმფრინავში ასვლისას ეს გამოსახულება მედგა თვალწინ".

"ეს ჩემს კარიერაში ყველაზე რთული მომენტი იყო. ვიტირე. ჩემი ოჯახი მადეირაში დარჩა", - ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს Goal.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ "სპორტინგის" აკადემიაში 1997 წელს "ნასიონალიდან" ჩაირიცხა, 2003 წელს კი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა.