ავტორიზაცია

მორიგი მარცხი დინამო არენაზე - თბილისელებმა მაკაბისთან წააგეს

მორიგი მარცხი დინამო არენაზე - თბილისელებმა მაკაბისთან წააგეს
თარიღი 22 ივლ 2021, 22:33

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს "დინამო თბილისი" და ჰაიფას "მაკაბი" დაუპირისპირდნენ.

მატჩი ებრაელთა უპირატესობით დაიწყო და ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა. თავი ატზილიმ გამოიჩინა.

გატანილი გოლის შემდეგ, უპირატესობას კვლავ "მაკაბი" ფლობდა, "დინამოს" კი პირველ ტაიმში რეალური მომენტი არ შეუქმნია.

მეორე ნახევრის სტარტი კახა ცხადაძის გუნდს კარგი ჰქონდა, სახიფათო მომენტებიც შექმნეს, თუმცა უშედეგოდ.

66-ე წუთზე დევიდმა ანგარიშის სხვაობა ორამდე გაზარდა, 89-ე წუთზე კი ერთი ბურთი გიორგი პაპავამ გაქვითა და დუელს ინტრიგა დაუტოვა - 1:2.

ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 29 ივლისს, ისრაელში შედგება.