ავტორიზაცია

ვლაშიჩისთვის ბრძოლაში მილანს კონკურენციას მონაკო გაუწევს

ვლაშიჩისთვის ბრძოლაში მილანს კონკურენციას მონაკო გაუწევს
თარიღი 22 ივლ 2021, 22:51

"მონაკო" მოსკოვის "ცსკა"-ს ნახევარმცველის, ნიკოლა ვლაშიჩისთვის ბრძოლაში ჩაერთო, წერს იტალიელი ჟურნალისტი, რუდი გალეტი.

მოგეხსენებათ, გარდა ამისა, ხორვატით "მილანიც" ინტერესდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მონაკოელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროიანი შეთავაზება გააკეთეს. როგორც აღინიშნება, ამის შესახებ "მილანს" უკვე აცნობეს. მოლაპარაკებები გრძელდება.

23 წლის ვლაშიჩმა გასულ სეზონში რუსეთის ჩემპიონატში 26 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.