ავტორიზაცია

მაკაბის მწვრთნელი: "დინამოსთან რთულ მატჩში გავიმარჯვეთ"

მაკაბის მწვრთნელი: "დინამოსთან რთულ მატჩში გავიმარჯვეთ"
თარიღი 22 ივლ 2021, 22:51

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" საკუთარ მოედანზე ჰაიფას "მაკაბისთან" დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ებრაელთა მთავარმა მწვრთნელმა ბაკარ ბახარმა გააკეთა.

"ამ შედეგით კმაყოფილი ვარ. იყო რაღაც ხარვეზები, თუმცა ახლა ამაზე საუბარი არ ღირს და მომავალ მატჩზე უნდა გადავერთოთ.

ზოგადად, სტუმრად გამარჯვება ყოველთვის რთულია და კარგია, რომ დინამოზე რთულ მატჩში გავიმარჯვეთ.

გუნდი ყოველ მატჩში პროგრესს განიცდის და დღევანდელი გამარჯვება საწინდარია იმის, რომ მომავალ მატჩებსაც მოვიგებთ", - განაცხადა "მაკაბის" თავკაცმა.