ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის ახალწვეულმა, ბრენტფორდმა ორი ფეხბურთელი დაიმატა

პრემიერ ლიგის ახალწვეულმა, ბრენტფორდმა ორი ფეხბურთელი დაიმატა
თარიღი 22 ივლ 2021, 22:56

პრემიერ ლიგის ახალწვეულმა, "ბრენტფორდმა" ორი ტრანსფერი დაადასტურა.

ასე ად ამგვარად, ინგლისურმა კლუბმა "მიდტიულანდიდან" ნახევარმცველი, ფრენკ ონიეკა დაიმატა, რომელსაც 2026 წლის 30 ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი გაუფორმა.

აგრეთვე, "ბრენტფორდში" "სელტიკის" მცველი, კრისტოფერ აიერიც გადავიდა. მასთანაც ანალოგიური ხელშეკრულება გაფორმდა.

23 წლის აიერმა გასულ სეზონში "სელტიკის" რიგებში 46 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე პასი გააკეთა. ონიეკამ, რომელიც აგრეთვე 23 წლის არის, 2020/21 წლების სეზონში "მიდტიულანდის" ღირსება 41 შეხვედრაში დაიცვა, 4 გოლი შეაგდო და ამდენივე ასისტი მიითვალა.