ავტორიზაცია

დიბალამ იუვენტუსის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო

დიბალამ იუვენტუსის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო
თარიღი 22 ივლ 2021, 22:58

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ ტრავმა მიიღო, წერს Football Italia.

როგორც აღინიშნება, 27 წლის არგენტინელს მარჯვენა ფეხის ბარძაყთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

დიბალა "ჩეზენასთან" 24 ივლისს გასამართ ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს.

გასულ სეზონში პაულომ ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა. სეზონის ნაწილი მან სწორედ ტრავმის გამო გამოტოვა.