ავტორიზაცია

ლევერკუზენის თავდამსხმელი შესაძლოა პრემიერ ლიგის კლუბში გადავიდეს

ლევერკუზენის თავდამსხმელი შესაძლოა პრემიერ ლიგის კლუბში გადავიდეს
თარიღი 22 ივლ 2021, 23:01

"ლევერკუზენის" თავდამსხმელი, ლეონ ბეილი შეიძლება ინგლისის ჩემპიონატის ერთ-ერთ კლუბში გადავიდეს, წერს Daily Mail.

გავრცელებული ცნობით, 23 წლის იამაიკელით "ასტონ ვილა" ინტერესდება. როგორც აღინიშნება, ფეხბურთელის პოტენციური ტრანსფერი 25-30 მილიონ ევროდ ფასდება.

2020/21 წლების სეზონში ბაილიმ 40 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt.com-ის ვერსიით, "ფარმაცევტების" შემტევის სატრანსფერო ფასი 31,5 მილიონ ფუნტს შეადგენს.