ევერტონის 28 წლის ბრაზილიელი შემტევი სათამაშოდ არაბეთში წავიდა
არაბულმა კლუბმა „ალ-შარჯემ“ „ევერტონის“ ბრაზილიელი შემტევის, ბერნარდის ტრანსფერი დაადასტურა.
კლუბმა 28 წლის ბრაზილიელთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
Transfermarkt-ის ინფორმაციით, „ალ-შარჯას“ ბერნარდის ტრანსფერი 1 მილიონი ევრო დაუჯდა.
ბრაზილიელის შეძენით ასევე ინტერესდებოდა დონეცკის „შახტარიც“.