იუვენტუსი ევრო 2020-ს აღმოჩენასა და ატალანტას წამყვან ფეხბურთელზე დაკვირვებას აგრძელებს
„იუვენტუსი“ „ატალანტას“ მცველის, რობინ გოზენსის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინული გუნდი 27 წლის გერმანიის ნაკრების წევრზე დაკვირვების პორცესში იმყოფება.
გოზენსმა ევრო 2020-ზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და „იუვეს“ გარდა სხვა კლუბების ყურადღებაც მიიპყრო, თუმცა მისი გადაბირებით ფავორიტად კვლავაც „იუვენტუსი“ მოიაზრება.
გასულ სეზონში გოზენსმა სერია ა-ს 32 მატჩში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.