ავტორიზაცია

ჰოლანდის შემცვლელი?! დორტმუნდის ბორუსია 30 მილიონ ევროდ თავდამსხმელს იმატებს

ჰოლანდის შემცვლელი?! დორტმუნდის ბორუსია 30 მილიონ ევროდ თავდამსხმელს იმატებს
თარიღი 23 ივლ 2021, 12:59

„პსვ-ს“ ფორვარდი დონიელ მალენი, დიდი ალბათობით, კარიერას დორტმუნდის „ბორუსიაში“ გააგრძელებს.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებმა ნიდერლანდიის ნაკრების 22 წლის შემტევის თაობაზე შეთანხმებას პრაქტიკულად ბოლომდე მიაღწიეს.

„ბორუსიას“ მალენის ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდება. როგორც ირკვევა, კლუბები საბოლოო დეტალებს აგვარებენ.

საინტერესოა, რომ ამ ტრანსფერის საერთო ღირებულების 1.5% „აიაქსს“ ეკუთვნის, 1% კი - „არსენალს“. კარიერის საწყის წლებში, მალენი ამსტერდამული და ლონდონური კლუბების სისტემტებში ირიცხებოდა.

თავდამსხმელი „ბორუსიაში“ სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის. მის ინტერესებს ცნობილი აგენტი მინო რაიოლა წარმოადგენს.

როგორც ირკვევა, დორტმუნდელები მალენს 5-წლიან კონტრაქტს უფორმებენ. პრესაში უკვე გაიჟღერა აზრმა, რომ შესაძლოა, მალენის ტრანსფერს „ფუტკრები" ერლინგ ჰოლანდის შესაცვლელად ახორციელებენ, რომლითაც არაერთი ევროპული ტოპ-კლუბი ინტერესდება.