ავტორიზაცია

კარიმ ბენზემას კორონავირუსი დაუდასტურდა!

კარიმ ბენზემას კორონავირუსი დაუდასტურდა!
თარიღი 23 ივლ 2021, 13:15

მადრიდის „რეალის“ მთავარ ფორვარდს და გუნდის ვიცე-კაპიტანს, კარიმ ბენზემას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ევრო 2020-ს შემდეგ ფეხბურთელი „სამეფო კლუბის“ განკარგულებაში დღეს უნდა გამოჩენილიყო, სადაც სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში, გუნდთან ერთად ვარჯიშსაც განაახლებდა.

თუმცა, ფრანგ ფეხბურთელს კოვიდ19 დაუდასტურდა, რის გამოც მინიმუმ 10-დღიან კარანტინში მოუწევს გადასვლა და გუნდს მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდება.

ამრიგად, ბენზემა ვერც „რეინჯერსთან“ 25 ივლისს გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც „რეალი“ გლაზგოში გამართავს.

საინტერესოა, რომ დღეს მადრიდელთა სავარჯიშო ბაზაზე გამოჩნდნენ და სამედიცინო შემოწმება გაიარეს რაფაელ ვარანმა, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას უკავშირებენ, ასევე ტონი კროოსმა და გარეტ ბეილმა. 

ხვალიდან, ეს ფეხბურთელები უკვე კარლო ანჩელოტის განკარგულებაში იქნებიან და საერთო ჯგუფში ივარჯიშებენ.