ავტორიზაცია

გრიზმანიც სიაშია და კოუტინიოც — 5 ფეხბურთელი, რომელთა გაშვებასაც ბარსელონა ამ ზაფხულს აპირებს

გრიზმანიც სიაშია და კოუტინიოც — 5 ფეხბურთელი, რომელთა გაშვებასაც ბარსელონა ამ ზაფხულს აპირებს
თარიღი 23 ივლ 2021, 20:20

"ბარსელონას" რამდენიმე ფეხბურთელთან განშორება სურს, რათა სახელფასო ხარჯები შეამციროს, იტყობინება ავტორიტეტული გამოცემა ESPN.

მირალემ პიანიჩსა და სამუელ უმტიტის აცნობეს, რომ კლუბს ისინი არ სჭირდება, თუმცა არცერთი მათგანი არ არის წასვლასთან ახლოს.

არსებული ცნობით, ანტუან გრიზმანის მსგავსად, არც პიანიჩი აპირებს სხვა კლუბში გადასვლის გამო ხელფასის შემცირებას. ბოსნიელს ამჟამინდელ ანაზღაურებას არცერთი კლუბი არ სთავაზობს.

კიდევ ორი ფეხბურთელი, რომელმაც შესაძლოა "ბარსა" დატოვოს - ფილიპე კოუტინიო (წლიური ხელფასი - 24 მლნ ევრო) და ნეტო (6,5 მლნ) არიან. თუმცა, მათი გაყიდვა რთულია, რადგან "ლურჯ-ბროწეულისფრები" კოუტინიოში სოლიდურ თანხას ითხოვენ (მასში თავის დროზე "ლივერპულს" 142 მლნ ფუნტი გადაუხადეს).

აგრეთვე, როგორც აღინიშნება, გუნდის მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს არ უნდა, რომ ნეტო წავიდეს, რადგან მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ღირსეულ შემცვლელად თვლის.