ავტორიზაცია

გრიზმანის აგენტი კატალონიაშია — ბარსელონას ხელმძღვანელობასთან შეხვედრა დაიგეგმა

გრიზმანის აგენტი კატალონიაშია — ბარსელონას ხელმძღვანელობასთან შეხვედრა დაიგეგმა
თარიღი 23 ივლ 2021, 22:40

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში "ბარსელონას" თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის კლუბიდან წასვლაზე აქტიურად იწერება.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ფრანგის შეძენით არაერთი კლუბი ინტერესდება, თუმცა თავად ფორვარდს "ატლეტიკოში" გადასვლა უნდა, რომელთანაც "ბარსა" საინტერესო გაცვლის ვარიანტს განიხილავს - საულ ნიგესი ანტუანის სანაცვლოდ.

ახლა კი, როგორც ჟურნალისტი, ალექს სილვესტრე El Chiringuito-ს ეთერში აცხადებს, გრიზმანის და და აგენტი კატალონიის დედაქალაქში ჩავიდა, რათა "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობასთან ფეხბურთელის მომავალი განიხილოს.

მოგეხსენებათ, გრიზმანი "ატლეტიკოს" ღირსებას 2014 წლიდან 2019 წლამდე იცავდა, შემდეგ კი 120 მილიონ ევროდ "ბარსელონაში" გადავიდა, რომელთანაც მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გასულ სეზონში ფრანგმა ყველა ტურნირზე ერთად 51 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.