ავტორიზაცია

ბარსელონას 3 წამყვანი ფეხბურთელი, რომელმაც კლუბს ხელფასის შემცირებაზე უარი შეუთვალა

ბარსელონას 3 წამყვანი ფეხბურთელი, რომელმაც კლუბს ხელფასის შემცირებაზე უარი შეუთვალა
თარიღი 23 ივლ 2021, 23:03

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა გუნდის ვეტერან ფეხბურთელებს ხელფასის შემცირებაზე ვერ შეუთანხმდა.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა ESPN ავრცელებს.

ასე და ამგვარად, "ბარსას" დირექტორი, მატეუ ალემანი სერხიო ბუსკეტსის, ხორდი ალბასა და სერხი რობერტოს აგენტებს ესაუბრა, რათა ანაზღაურების დაკლებაზე შეთანხმებოდა, მაგრამ ფეხბურთელები ასეთი ნაბიჯის გადადგმას არ დათანხმდნენ.

ბუსკეტსი "ბარსელონაში" წლიურად დაახლოებით 16 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ალბა - 13 მილიონს, რობერტო კი - 10,5 მილიონს.

"ლურჯ-ბროწეულისფრებს" სახელფასო ჭერი არ ჰყოფნით, რის გამოც ლიონელ მესის, სერხიო აგუეროს, მემფის დეპაისა და ერიკ გარსიას გუნდის ფეხბურთელთა რანგში ვერ არეგისტრირებს.