ავტორიზაცია

ბარნლიმ კრისტალ პალასის ყოფილი გოლკიპერი დაიმატა

ბარნლიმ კრისტალ პალასის ყოფილი გოლკიპერი დაიმატა
თარიღი 23 ივლ 2021, 23:47

"ბარნლიმ" გოლკიპერ უეინ ჰენესისთან კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა.

34 წლის უელსელის ხელშეკრულება 2023 წლის ივნისამდეა გათვლილი, თანამშრომლობის ავტომატურად ერთი წლით გაგრძელების შესაძლებლობით.

ჰენესი "ბარნლის" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 2014 წლის იანვრიდან 2021 წლის ივნისამდე იგი "კრისტალ პალასის" ღირსებას იცავდა.

გასულ სეზონში გამოცდილმა კიპერმა "არწივების" რიგებში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, ისიც ინგლისის ლიგის თასზე "ბორნმუთის" (1:1, 10:11 - პენალტების სერიაში) წინააღმდეგ.