ავტორიზაცია

ნიუკასლი შესაძლოა საუთჰემპტონის ნახევარმცველით გაძლიერდეს

ნიუკასლი შესაძლოა საუთჰემპტონის ნახევარმცველით გაძლიერდეს
თარიღი 23 ივლ 2021, 23:49

"ნიუკასლი" "საუთჰემპტონის" ნახევარმცველ მარიო ლემინათი ინტერესდება, იტყობინება Daily Mail.

გავრცელებული ინფორმაციით, "კაჭკაჭები" 27 წლის გაბონელში თავიანთი ერთ-ერთი ფეხბურთელის გაცვლას განიხილავენ, თუმცა "წმინდანები" მზად არიან აფრიკელი მხოლოდ 4 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გაუშვან.

2020/21 წლების სეზონში ლემინამ იჯარით "ფულემში" გაატარა, სადაც 30 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ლემინას სატრანსფერო ფასი 9 მილიონ ფუნტს შეადგენს.