ავტორიზაცია

ანდრე აიუ კარიერას ხავის გუნდში გააგრძელებს

ანდრე აიუ კარიერას ხავის გუნდში გააგრძელებს
თარიღი 23 ივლ 2021, 23:52

ცნობილი თავდამსხმელი, ანდრე აიუ კარიერას "ალ სადში" გააგრძელებს, იტყობინება ყატარული კლუბის პრესსამსახური.

31 წლის განელი უახლოეს პერიოდში დოჰაში ჩავა, რათა კლუბთან კონტრაქტი გააფორმოს.

აიუ "ალ სადში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადის. აქამდე იგი "სუონსის" ღირსებას იცავდა - 2015 წლის ივლისიდან 2021 წლის მაისამდე.

2020/21 წლების სეზონში გამოცდილმა ფორვარდმა უელსური გუნდის რიგებში 47 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.

შეგახსენებთ, "ალ სადის" მთავარი მწვრთნელი "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ხავი ერნანდესია.