ავტორიზაცია

ლევერკუზენის თავდამსხმელი ევერტონში გადავიდა

ლევერკუზენის თავდამსხმელი ევერტონში გადავიდა
თარიღი 23 ივლ 2021, 23:57

"ევერტონმა" ოფიციალური საიტის მეშვეობით "ლევერკუზენის" თავდამსხმელის, დემარეი გრეის ტრანსფერი დაადასტურა.

ინგლისელმა 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თანამშრომლობის ავტომატურად კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

"კანფეტები" სატრანსფერო ღირებულებას არ ახმაურებენ. Sky Sports-ის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელი 1,6 მილიონ ფუნტად იყიდეს.

გრეი "ლევერკუზენში" 2021 წლის ზამთარში "ლესტერიდან" 1,8 მილიონად გადავიდა. ფეხბურთელმა "ფარმაცევტების" რიგებში 10 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა.