ავტორიზაცია

დორტმუნდის ექს-ფეხბურთელი: "ჰოლანდი ჯერ მსოფლიო დონის ფეხბურთელი არ არის"

დორტმუნდის ექს-ფეხბურთელი: "ჰოლანდი ჯერ მსოფლიო დონის ფეხბურთელი არ არის"
თარიღი 24 ივლ 2021, 10:37

დორტმუნდის „ბორუსიას“ ექს-ფეხბურთელმა იურგენ კოლერმა, ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა.

„ჰოლანდი ჯერჯერობით მსოფლიო დონის ფეხბურთელი არ არის. ის შესანიშნავი თავდამსხმელია და ყველა საჭირო თვისებას ფლობს საამისოდ, მაგრამ თავისი დონე მას ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს.

მას ჯერ საჭირო ექსტრა-კლასი არ გააჩნია. დიახ, 21 წლის ასაკში ერლინგმა წარმოუდგენელს მიაღწია. დარწმუნებული ვარ, ის შეძლებს და შეუჩერებელი გახდება. უბრალოდ, მსოფლიო დონე გამოცდილებასთან ერთად მოდის.“ - აღნიშნა კოლერმა.

ჰოლანდი „ბორუსიაში“ „ზალცბურგიდან“ 2020 წლის იანვარში გადავიდა, მისი კონტრაქტი „ფუტკრებთან“ 2024 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. 

2020/21-სეზონში ჰოლანდმა „დორტმუნდის“ მაისურით 40 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 40 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.