ლივერპული სალაჰთან მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს
„ლივერპულის“ ეგვიპტელ შემტევ მოჰამედ სალაჰთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.
Liverpool Echo-ს უახლოეს პერიოდში მხარეები ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. მოქმედი ხელშეკრულება სალაჰს გუნდთან 2023 წლამდე აკავშირებს.
კლუბი სალაჰთან განშორებას არ განიხილავს და მზადაა, ფეხბურთელს გაუმჯობესებული პირობების მქოენ კონტრაქტიც შესთავაზოს.
სალაჰი „ლივერპულში“ „რომადან“ 2017 წელს, 42 მილიონ ევროდ გადავიდა.
გასულ სეზონში პრემიერ ლიგის 37 მატჩში 22 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა და გულშემატკივრების ვერსიით, 2020/21-სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.