იუვენტუსმა შესაძლოა გრიზმანი დაიმატოს, თუმცა ტრანსფერი მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი
„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა კარიერა შესაძლოა „იუვენტუსში“ გააგრძელოს.
Sport.es-ის ინფორმაციით, ფრანგის ტრანსფერი იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ტურინულ გუნდს კრიშტიანუ რონალდუ დატოვებს.
პორტუგალიელის წასვლის შემთხვევაში, „ბიანკონერი“ სახელფასო დებულებას შეამცირებს და მათ შემტევის დამატება უფრო გაუადვილდებათ.
„ბარსელონა“ ფიქრობს, რომ „იუვენტუსს“ შესაძლოა მოეწონოს ანტუანის იჯარითა და შემდგომი გამოსყიდვის უფლებით გადაბირება.
გრიზმანი „ბარსელონას“ მაისურით 2019 წლიდან თამაშობს, იქამდე კი „ატლეტიკოში“ ასპარეზობდა, სადაც 2014 წლიდან თამაშობდა. გასულ წელს 30 წლის ფრანგმა ყველა ტურნირზე 51 მატჩში 20 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.