ავტორიზაცია

ლაციოს პირველი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა კორონავირუსის ვაქცინაზე უარი თქვა

ლაციოს პირველი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა კორონავირუსის ვაქცინაზე უარი თქვა
თარიღი 24 Jul 2021, 16:50

დღეს, 24 ივლისს, „ლაციოში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს.

La Repubblica-ს ინფორმაციით, პირველი გუნდის ოთხმა ან ხუთმა ფეხბურთელმა ვაქცინაზე უარი თქვა. 

როგორც ირკვევა, „ლაციოს“ ხელმძღვანელობა აქტიურად ცდილობს, ფეხბურთელებს აზრი შეაცვლევინოს.

როგორც იცით, ამჟამად საფეხბურთო სამყაროში ვაქცინაცია ძალიან აქტუალური საკითხია - პრემიერ ლიგაში ფეხბურთელების და მწვრთნელების ვაქცინირება 1 ოქტომბრამდე უნდა მოხდეს, რადგან ამ დღიდან სტადიონების 100% შევსება იგეგმება.

ის, ვინც 1 ოქტომბრისთვის ვაქცინირებული არ იქნება, პრემიერ ლიგის მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

საინტერესოა, რომ იტალიაში სიტუაცია განსხვავებულია - იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სამედიცინო კომისიის წარმომადგენლის, ჯანი ნანის თქმით, სავალდებულო ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ გასულ სეზონში რომაელები კორონავირუსის თაობაზე სკანდალში გაეხვნენ - მათ ფედერაცია კოვიდტესტირების გაყალბებაში სდებდა ბრალს.