ავტორიზაცია

პსჟ-ს ინტერესის დასაფრთხობად - მილანი მარცხენა მცველს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

პსჟ-ს ინტერესის დასაფრთხობად - მილანი მარცხენა მცველს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
თარიღი 24 ივლ 2021, 17:32

„მილანს“ სურს, თავის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს.

იტალიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, „როსონერი“ ტეო ერნანდესისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს, რა თქმა უნდა გაუმჯობესებული ხელფასით.

ამჟამად ფრანგი მცველი „პარი სენ-ჟერმენის“ ყურადღებას იპყრობს, ხელფასის გაუმჯობესებით კი „მილანს“ სურს ფეხბურთელს მის მნიშვნელობაზე გაუსვას ხაზი და „სან სიროზე“ დარჩენაში დაარწმუნოს.

ცნობისთვის, „პსჟ-მ“ ტეოს შეძენისკენ ერთი ნაბიჯი აქამდე უკვე გადადგა - „მილანს“ 40 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა იტალიურმა გუნდმა ფეხბურთელის „პარკ დე პრენსზე“ გაშვება იუარა.