ავტორიზაცია

მადრიდის ატლეტიკოს ნახევარმცველს კორონავირუსი დაუდასტურდა

მადრიდის ატლეტიკოს ნახევარმცველს კორონავირუსი დაუდასტურდა
თარიღი 24 ივლ 2021, 17:37

მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველს ჟოფრი კონდოგბიას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური პრესა იტყობინება.

კონდოგბიას ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაწყებული ჰქონდა, თუმცა დადებითი კოვიდტესტის შემდეგ, იზოლაციაში განცალკევებით გადავიდა და კარანტინში მინიმუმ 10 დღის გატარება მოუწევს.

თავის პირველ მატჩს ლა ლიგაში ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის „ატლეტიკო“ 15 აგვისტოს დაიწყებს.

ტიტულის დაცვისაკენ მიმავალ გზას დიეგო სიმეონეს გუნდი „სელტასთან“ მატჩით დაიწყებენ, რომელიც თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, გუშინ ანალოგიური ნიუსი იყო „ატლეტიკოს" მთავარი მტრის, მადრიდის „რეალის" ბანაკიდანაც, სადაც კორონავირუსი გუნდის ლიდერს, კარიმ ბენზემას დაუდასტურდა.