ავტორიზაცია

მიღებული შანსის გარეშე - ლივერპულის ნახევარმცველი ფულემში მიდის

მიღებული შანსის გარეშე - ლივერპულის ნახევარმცველი ფულემში მიდის
თარიღი 24 ივლ 2021, 17:39

„ლივერპულის“ ნახევარმცველი ჰარი უილსონი კარიერას „ფულემში“ გააგრძელებს.

მოვლენათა ასეთ განვითარებას ბრიტანული პრესა აქტიურად ვარაუდობს.

მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დაიხურება. „ლივერპული“ უილსონის გაყიდვისგან 10 მილიონ ფუნტს მიიღებს.

ბოლო წლებში უილსონმა უმეტესი პერიოდი იჯარებში გაატარა, მან მოასწრო ისეთ გუნდებში ასპარეზობა, როგორებიცაა: ბორნმუთი, დერბი და კარდიფი. 

იურგენ კლოპისგან ჰარი უილსონმა შანსი მაინც ვერ მიიღო და ახლა, დიდი ალბათობით, გუნდს საბოლოოდ დატოვებს და კარიერის რეანიმირებას ფულემში შეეცდება.