არანაირი ლიოვი ან კაპელო - რუსეთის ნაკრები ისევ რუსმა მწვრთნელმა ჩაიბარა
რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა დაასახელა.
სტანისლავ ჩერჩესოვის გაშვების შემდეგ გათავისუფლებულ პოზიციას „როსტოვის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ვალერი კარპინი დაიკავებს.
კარპინი რუსეთის ნაკრებთან კონტრაქტს 2021 წლის 31 დეკემბრამდე გააფორმებს და შემდგომი თანამშრომლობა, სავარაუდოდ, უახლოეს მატჩებში დაფიქსირებულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
დიდი ალბათობით, კარპინი „როსტოვში“ და ნაკრებში სამწვრთნელო საქმიანობას შეითავსებს.
კარპინის სამწვრთნელო შტაბის საერთო ხელფასი 700 ათასი ევრო იქნება, თუმცა თუ ის ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანს, ანაზღაურება მინიმუმ ორჯერ გაიზრდება.
შედარებისთვის, კარპინის წინამორბედი სტანისლავ ჩერჩესოვი, რომელიც გუნდს 2016 წლიდან ედგა სათავეში, წელიწადში 2.5 მილიონ ევროს იღებდა.
საინტერესოა, რომ რუსეთის ნაკრების ჩაბარებას ისეთ მწვრთნელებს უწინასწარმეტყველებდნენ, როგორებიც იოაჰიმ ლიოვი, ფაბიო კაპელო და სხვები არიან.