ავტორიზაცია

პიანიჩი ყოფილ გუნდში დასაბრუნებლად ხელფასის დაკლებაზეც თანახმაა

პიანიჩი ყოფილ გუნდში დასაბრუნებლად ხელფასის დაკლებაზეც თანახმაა
თარიღი 24 Jul 2021, 18:13

„ბარსელონას“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი, „იუვენტუსში“ დაბრუნების წინააღმდეგი არ არის.

Diario Sport-ის ინფორმაციით, ბოსნიელი შეეგუა იმას, რომ რონალდ კუმანის „ბარსელონაში“ მას ძირითადში ადგილი არ ექნება და მზადაა, „იუვენტუსში“ დაბრუნების ხათრით ხელფასის დაკლებასაც დათანხმდეს.

თუ ტრანსფერი შედგა, დიდი ალბათობით ეს იქნება ერთსეზონიანი იჯარა შემდგომი გამოსყიდვის უფლებით.

„ბარსელონას“ პიანიჩის გაშვება პირველ რიგში მისი მაღალი ხელფასის გამო სურს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „იუვემ“ სრული ხელფასი საკუთარ თავზე აიღოს - დიდი ალბათობით, გუნდები ბოსნიელის ხელფასს სანახევროდ გადაიხდიან.